რესტორან “ბაბილოში”, სადაც მოსამართლეების წვეულება უნდა გაიმართოს, ცოტა ხნის წინ ლევან მურუსიძე გამოჩნდა. მურუსიძე “პირველების” კამერამ რესტორნის ჰოლში დააფიქსირა, სადაც ის ადგილზე მისულ სტუმრებს ხვდებოდა.
“მონებო!” – ადგილზე მისულ მოსამართლეებს მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ისინი ითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, რატომ გაუშვეს უდანაშაულო ახალგაზრდები ციხეში.
რესტორანთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან თავად ლევან მურუსიძეც გავიდა, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
“ცოტა რომ დაწყნარდებით, გამოვალ და მოგცემთ ინტერვიუს”, – უთხრა მან ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს.
კომენტარები