ჟურნალისტი, რუსა მუმლაძე:
“ანტივაქსერები გეჯავრებათ, – დაიწყო ახალი სექტური ლაშქრობა! რატომ ეჩხუბებით, ასე ვერაფერს მიაღწევთ, ამატებენ არგუმენტებად!
არაა ეგრე ანტივაქსერულ ამ პოლიტიკას და შექმნილ სიტუაციას შუაშისტები უფრო აბუქებთ
ცოტა თუ მოხვდებათ ანტივაქსერებს, ღირსები არიან, მაგრამ იმას არ ნიშნავს, გვეჯავრებიან, უბრალოდ, თავისი და სხვისი სიცოცხლის გაფრთხილებისკენ მოვუწოდებთ !
ამ საკითხში შუაშისტი არ არსებობს, ან იქით ხარ და სიცოცხლეზე დარდი კვირაში გაქვს, ან აქეთ და სიცოცხლისთვის იბრძვი, მათ შორის, ანტივაქსერისაც
ერთი ანტივაქსერი კი ყველას გვყავს კიდევ საგვარეულო-სანაცნობოში და ძალიანაც გვიყვარს, უბრალოდ, მათ შიშებთან და სიჯიუტესთან ბრძოლაა საჭირო!!
ეს ბრძოლა, თუნდაც ჩხუბით, მიმართულია არა უბრალო ადამიანისკენ, რომელსაც ეშინია, არამედ სექტის იდეოლოგებისკენ, რომლებსაც უკვე არგუმენტებიც აღარ აქვთ, რამეთუ :
საქართველოში 106 084 აცრილიდან მხოლოდ 250 ადამიანი დაინფიცირდა! ანუ – 0,19%
2-ჯერ აცრის შემთხვევაში გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ – 0! შოკით გარდაიცვალა მხოლოდ ერთი ქალბატონი, ახალციხელი ექთანი!
აცრილ ინფიცირებულებში დაავადება მიდის მსუბუქად! 250 ინფიცირებულიდან მხოლოდ 8-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია
სამაგიეროდ:
საქართველოში, ყოველდღიურად 6000-მდე აუცრელი ინფიცირდება!
გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს ასევე ყოველდღიურად!
დაავადება მიდის მძიმე ფორმებში, კლინიკები პაციენტებს ვერ აუდიან! მალე საველე ჰოსპიტლები გაიხსნება, რადგან საწოლფონდი შევსებულია მძიმე პაციენტებით
#ვაქცინაცია გვიცავს!”
კომენტარები