ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს:
“რაც შეეხება სანქციებს, მე ძალიან გავურბივარ ამ საკითხზე საუბარს, იმიტომ, რომ პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ. ჩვენი ჯგუფი დასაქმებით არის დაკავებული, 2 000-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს, ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ძალიან ბევრ ქველმოქმედებებს ვეწევით და გავაგრძელებთ ამას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდება და ამ გლობალური ცოტა ტურბულენტურ ზონაში მოექცა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება”
კომენტარები