დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პირი, რომელსაც კორონავრიუსი დღეს საღამოს, აჭარაში დაუდასტურდა, საფრანგეთის მოქალაქეა და მოგზაურობდა.
“ცოტა უცნაური შემთხვევაა, საფრანგეთის მოქალაქეა. რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს. ჩვენამდე იყო საბერძნეთში, შემდეგ ჩამოფრინდა საქართველოში. იმყოფებოდა კარავში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა სასეირნო და სამოგზაურო მიზნით შეზღუდულია”, – თქვა პაატა იმნაძემ მაესტროსთან ინტერვიუში.
პაატა იმნაძის ინფორმაციით, ის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, შემდეგ კი, როდესაც სიმპტომები განუვითარდა, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ghn.ge
კომენტარები