“ქართული ოცნების” ყოფილი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი “მთავარ არხთან” ადასტურებს, რომ მართლაც შვეიცარიაშია.
,,არც გიპასუხებდით ამ სისულელეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ არ მოატყუოთ ხალხი, გეტყვით: ვინაიდან 4 წელი არ დამისვენია წამოვედით ჟენევაში ორი წლის უნახავი და მონატრებული შვილისა და შვილიშვილის სანახავად. ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით… მედიაში ვრცელდებაო მწერთ, მედიაში არაფერი არ ვრცელდება – თქვენივე პარტიის გარე სპიკერებს ავრცელებინებთ ამ სისულელეს, მერე თქვენვე ანიუსებთ და მერე საკუთარ ფეიკზე კომენტარს ითხოვთ. მეთოდები დაგიძველდათ… რაც შეეხება ხელშეუხებლობას, ჩემი შენ გითხარიო – სწორედ თქვენი კრიმინალი ლიდერები ითხოვენ ხელშეუხებლობას, ოღონდ ამას ამჯერად მართლმსაჯულების რეფორმას არქმევენ. და ბოლოს არ დაიღალეთ? –ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.
,,მთავარი არხი”
კომენტარები