ცოტნე გამსახურდიას ყოფილ მეუღლეს სოფო ჩიკვილაძეს ემუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აი კიდევ ერთხელ ვინმე გამომიგზავნის ვითომ „მუქარის წერილს“ და დედას ვფიცავ თუ პროკურატურიდან პირდაპირ ციხეში არ გიკრათ თავი.“ – წერს სოფო ჩიკვილაძე.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მან მუქარის შემცველი რამდენიმე შეტყობინება მიიღო.
„სხვადასხვა ფეიქ ექაუნთებიდან მიგზავნიან უაზროდ გრძელ, მუქარის შემცვლელ ტექსტებს. რა თქმა უნდა მე არ მეხება მარტო, ბავშვებსაც. ვერ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და გამოძიებას შეუძლია დაადგინოს“,- წერს სოფო ჩიკვილაძე.
კომენტარები