მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავის გვერდზე არაერთხელ აზიარებს, სოციალური ქსელის მომხმარებელი, გელა რაზმაძის წერილს:
“დაინტერესებულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 21 თებერვლიდან ქალბატონ მანანას თვალი არ მოუკრავს ცოტნესთვის…
2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, როდესაც სასიკვდილოდ გამეტებული ცოტნე თბილისის ხეჩინაშვილის კლინიკიდან გადაყვანილი იქნა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის ქალბატონი მანანა მას არ მოშორებია, დღე და ღამე სასთუმალთან ეჯდა სასიკვდილოდ დაჩეხილ შვილს და დარაჯობდა მის სიცოცხლეს.
დაინტერესებულმა პირებმა გადაწყვიტეს დედა აღარ დაეშვათ შვილთან, შეიკრიბა სამეული და მათი ნებით ქალბატონი მანანა მოექცა იზოლაციაში.
რატომ და რისთვის ჩამოაშორეს დედა შვილს?!
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ 21 თებერვლიდან ქალბატონ მანანას თვალი აღარ მოუკრავს შვილისათვის.
მას შემდეგ, რაც ქალბატონმა მანანამ 19 მარტს გააკეთა განცხადება რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში მიმართავდა უკიდურეს ზომებს (შიმშილობას), მავანმა და მავანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო და შიმშილობის თავიდან აცილების მიზნით ქალბატონი მანანა იძულებით იქნა გადაყვანილი აჯიბადემის კლინიკიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე სასტუმროში.
რატომ უმალავენ დედას შვილს?! ამ მსოფლიო ვირუსის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათის დროს, ტრანსპორტის არ ყოლის გამო უაღრესად რთულია გადაადგილება, რომელიც დაახლოებით საათი ნახევარს მოითხოვს. ქალბატონი მანანა ამჟამად იმყოფება სასტუმროში რომელიც მდებარეობს სტამბოლის აზიური ნაწილის ბოლო წერტილში, რომლის საზღვარიც ვგონებთ სხვა ქვეყნებს ესაზღვრება. ამ ე. წ. ოპერაციით, თქვენ წარმოიდგინეთ მარტოდ მყოფი დედა რომელიც არ იცნობს ქალაქს, მოაშორეს აჯიბადემის კლინიკას საკმაოდ დიდ მანძილზე, საიდანაც დედას გაუჭირდება გადაადგილება.
რატომ და რისთვის ჩამოაშორეს დედა შვილს?! ქალბატონი მანანას განცხადებები და მიმართვები რომლებიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ცოტნეს გამოჯანმრთელებას დარჩა პასუხგაუცემელი. როდესაც კორონა ვირუსის მძვინვარების უმძიმეს პერიოდში 5000 ხელმოწერას იგნორს გაუკეთებს და პასუხის ღირსადაც არ ჩათვლის, რაზე ფიქრობს საერთოდ მთავრობა? წინ არ იხედება? არჩევნები გელით!
1 აპრილს გადაწყვიტეს ცოტნეს გადაყვანა რეანიმობილით, თუ სად იმყოფება ცოტნე დედისთვის უცნობია და ტაბუირებული სამეულის მხრიდან. სიმწარეს სიმწარე ემატება, რადგან ქალბატონმა მანანამ არ იცის როდის ნახავს შვილს. ცოტნე გადაყვანილია თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მისი კოორდინატები, კლინიკაა თუ ჰოსპიტალი უცნობია დედისთვის, ვისაც არ ჰკითხა მიუთითეს სამეულისკენ, ისინი გეტყვიანო. როგორც ჩანს ამ საკითხს ასაიდუმლოებს სამეული. ცოტნე საბოლოოდ ხელში ჩაიგდო ჯაბაურმა, რით დასრულდება ყოველივე ეს პასუხი მოეთხოვება მათ ვინც ამ “საიდუმლო სერობაში” მონაწილეობს. აჯიბადემის კლინიკა დიდი კლინიკაა და ამ ქმედებებს ვინმე აუცილებლად დაინახავდა. ახლა ცოტნე მოწყვეტილია ყველასგან ყურადღებას, ზედამხედველობს მხოლოდ მხარდამჭერი, რომელიც პირდაპირ კავშირშია უშიშროების თანამშრომლებთან და ვინ იცის რა დავალება უნდა შეასრულოს. წარმოდგენა არ გვაქვს სად არის ცოტნე და რას მოიმოქმედებს ცოტნეს წინააღმდეგ, რადგან სამეულის ორი წევრი უცხოეთშია, მესამე თავად მხარდამჭერია.
ცოტნეს რომ ოდნავი უკეთესობა ჰქონოდა ხომ წარმოგიდგენიათ რა ცრუ პიარს ააგორებდნენ თანაც გაათმაგებულს… ახლა კი ჩუმად არიან… ჩვენ მაინც მოვიძიებთ ცოტნეს ადგილსამყოფელს და ვნახავთ რა მდგომარეობაში ჰყავს ზედამხედველ ჯაბაურს, რომელსაც უშიშროების გარდა არ ჰყავს მაკონტროლებელი. ოსმან სეიხ ოღლუ, რომელიც ავრცელებდა ყოველგვარ სიბინძურეს, დარწმუნებული ვართ მას ეცოდინება ცოტნეს ადგილ სამყოფელი რადგან იგი მეგობრობს სამეულთან.
თუ ასეთი სანდო და ოფიციალური პირია ჯაბაური “ოჯახის” როდესაც დედა მიჰყვებოდა ცოტნეს, რატომ მაშინ არ გააყოლეს?! მაგრამ სანამ ყალბი საბუთი არ მოუმზადა ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ მანამდე ვერ გარისკეს, ახლა კი ყალბი სტატუსით დედა ჩაანაცვლეს. ბავშვისთვისაც კი გასაგები იქნება თუ რა დავალება შეიძლება ჰქონდეს ბოლომდე მისაყვანი.
ეს ყოველივე აჩენს ერთადერთ ულეგიტიმურეს კითხვას: რატომ ჩამოართვეს დედას შვილის ნახვის უფლება და რატომ უმალავენ დედას შვილს? ეს კითხვა უმთავრესია.
კომენტარები