დღეს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ საზოგადოებას მიმართა: “გაიხსნა მიზნობრივი ანგარიში ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯების გასაწევად. მსურველებს გთხოვთ მითითებულ ანგარიშზე მოახდინოთ თანხების ჩარიცხვა – ლარი, დოლარი, სტერლინგი, ევრო… ანგარიშის მიმღებია დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია”

გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას “ტვიტერზე” ეხმაურება:
“ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულიად ფარავს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. შესაბამისად, ყველა სახის თანხების მოთხოვნა და მოგროვება ცოტნესთვის არის პროვოკაცია როგორც მინიმუმ და ამორალიზმი იმათი მხრიდან, ვინც ამას აკეთებს. თხოვნაა, არ შეხვიდეთ შეცდომაში”
კომენტარები