ხელისუფლების დუმილის ფონზე, ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი მამუკა ჩხიკვაძის დედა მთავრობას მიმართავს და “ტვ პირველთან” ამბობს:
“დაგვეხმაროს მთავრობა, ღარიბაშვილი, ქალბატონი პრეზიდენტი და გამოგვაყვანინოს. ცოცხალია, თუ მკვდარი, გაგვაგებინოს. არანაირი ინფორმაცია არა გაქვს, შვილო…”
შეგახსენებთ, მამუკა ჩხიკვაძე უკვე მე-6 დღეა ტყვეობაშია.
შეგახსენებთ, ოკუპანტების ტყვეობაში კიდევ 3 პირია, აქედან ორი პირი 10 დეკემბერს დააკავეს, ხოლო ირაკლი ბებუა უკვე კარგა ხანია ოკუპანტების ციხეშია.
დე ფაქტო რეჟიმმა გუშინ განცხადება გაავრცელა და ხაზს უსვამს იმას, რომ მამუკა ჩხიკვაძე სამხედრო პირია, ასევე თქვა, რომ სამხედრო პირებზე დანაშაულის ხანდაზმულობა არ ვრცელდება. დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ მამუკა ჩხიკვაძე არ არის ნაცემი, თუმცა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემია.
კომენტარები