35 წლის შემდეგ, პირველად სოფელ ეწერის მოსახლეობა 24 საათიანი სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება. ჭაბურღილის მოწყობასთან ერთად მიღებულ იქნა მაღალი სიმძლავრის წყალსაქაჩი სადგური და 100 ტონიანი სამარაგო ავზები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სოფლის მოსახლეობას. პროექტის განსახორციელებლად 447 198 ათასი ლარი დაიხარჯა.
“ხუთი წლის წინ ვიყიდე სარეცხი მანქანა. დღესვე დავამონტაჟე, სიხარულს საზღვარი არ აქვს”- თქვა სოფელ ეწერში მცხოვრებმა გამოცემა “თაიმერთან”.
კომენტარები