წყალტუბოში ამ დროისთვის კარანტინში 98 ადამიანია მოთავსებული. გუშინ სანატორიუმში 14 ადამიანი შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, სანატოროუმში საავადმყოფოებში და თვითიზოლაციაში გადაყვანილი მოქალაქეები დაბრუნდნენ. მათ კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფოთია.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში მყოფი ყველა მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შემოწმება უტარდებათ. გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ერთი პირი შეიყვანეს, დღეს კი ერთი მოქალაქე, რომელსაც საკარანტინო ვადა დაუსრულდა, ბინაზე გადავა.
კომენტარები