წყალტუბოს საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 103 ადამიანია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.
მოქალაქეები სანატორიუმში აეროპორტიდან გადაიყვანეს, რამდენიმე კი კარანტინში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო მიიყვანეს. მოქალაქეები სანატორიუმს ორ კვირაში დატოვებენ.
ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო საირმეში. სასტუმროში წუხელ მარსელის რეისით ჩამოფრენილი 35 მოქალაქე შეიყვანეს. მათ შემოწმება გაიარეს აეროპორტში და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღმოაჩნდათ. მგზავრები დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.
კომენტარები