“ენმ” -ის წევრი, რომან გოცირიძე:
“ვირუსის გავრცელების მთავარი წყარო ქორწილები და 400-500 კაციანი შეკრებებიაო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ამით პასუხისმგებლობა “შეუგნებელ” მოქალაქეებზე გადაიტანა.
დღეს რომ ბათუმის სტადიონზე ფეხბურთზე 20 ათასი ადამიანი შეიკრიბება და ყველა ბილეთი წინასწარ რომ არის გაყიდული, იქნებ “შეგნებულმა” სამინისტრომ ნიღბის ტარებისკენ მაინც მოუწოდოს?
ღია სივრცეში უკვე სავალდებულო არაა პირბადე და რომც იყოს, ჯარიმების არავის ეშინია, ან საარჩევნოდ, ან სხვა მიზეზით მაინც ხომ ჩამოაწერენ? დანაშაულია, რასაც ხელისუფლება სჩადის. ოლიმპიადა ტარდება უმაყურებლოდ, აქ კი სრული განუკითხაობაა.”
კომენტარები