ექსპერტი ეკონომიკის დარში, დემურ გიორხელიძე :
“ვააჰ, ვააჰ! ვააჰ!
მაგრად გავმხიარულდი!
მაკგრეგორის სურათი დავდე სამიოდე დღის წინ
და მისი ინტერვიუდან ამონარიდი, –
უკრაინას ეხებოდა(კი ნახეთ სამიოდე დღის წინ!)…
რაღაც 2%-მდე მკითხველმა- ორიენტირებულმა, ისიც ვერ
გაიგო, რომ ეს მაკგრეგორის ინტერვიუ და არა ჩემი –
სულ მე მომაწერეს და “წყევლა-კრულვა” არ დამაკლეს, –
“ჩაიკმინდეთ ხმა სამშობლოს მოღალატეებოო!” –
შეჰკივლა ერთმა! ალბათ, მე და მაკგრეგორს ერთად
გვგულისმობდა, თორემ მრავლობითში მომართვას რატომ
გააკეთებდა, თუმცა, რას გაიგებ ამ აჭრილ დროში!
ვერ გაიგეს “ყელ-ყელა” ქალაქელმა ტიპებმაც
(ნუ, სიტყვამ რაიმე ასოციაცია არ გამოიწვიოს!
ეს, ნუ, ქალაქელ ქალსაც ეხება, აი, ორიენტირებულსა
და ქალაქელ მამაკაცსაც არანაკლებ ორიენტირებულს, –
ვერ გაუგიათ, მე რატომ ვყავარ მეგობრებში, –
და საკუთარ თავს არ უმხელენ, ყველა ჩემ ნაწერს რატომ
კითხულობენ! მოკლედ, იმერეთში რომ იტყვიან, ისაა:
“გამდარევს ე ხალხი!”
ასე, რომ
ფ ი ც ი -მ ტ კ ი ც ი (დ.გ.-გან)
(ა) არ ვიცნობ მაკგრეგორს;
(ბ) მისი ინტერვიუა არ არის ჩემი ინტერვიუ! არ არის, არა!
(გ) მაკგრეგორი არ მემორჩილება და არც ჩემ მითითებებს ასრულებს!
(დ) ჩემზე დაბოღმილ-აცრილებს ვთხოვ მაკგრეგორს თავი დაანებონ და ყურადღება ჩემსკენ “მომართონ”:
ჩემი შემკობა თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია!
აბა, თქვენ იცით!”
კომენტარები