ჟირნალისტი ნანა აკობიძე ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე:
„იცით, ხო – ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში.
ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო.“
ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა – ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.
მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს – შემზარავად მშვიდი ხმით.
15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს – ჩემზე უკეთესად.
ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს – ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით – „სუნთქავს, სუნთქავს“ – ჯიუტად იძახდაო…
და ჰო – ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად.
…საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს.
ჩვენ ვერ – მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა?
ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად.”
კომენტარები