რუსთავში, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა.
როგორც შსს-ში „ალიას“ უთხრეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულიხმობს.
კომენტარები