თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ დიდ დარბაზში წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიტბორა:
ძვირფასო მეგობრებო, დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება.
დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა ,,ქეთო და კოტე” გადაიდო
შეძენილი ბილეთები აქტიურია და სპექტაკლის ჩატარების თარიღს გაცნობებთ.
ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის.”
კომენტარები