რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ის ბანაკი დაბომბა, სადაც “აზოვსტალის” მცველები არიან დატყვევებული. დროებით ოკუპირებულ ოლენივკაში მდებარე ბანაკზე სარაკეტო იერიში დღეს მიიტანეს.
მედიის ინფორმაციით, პუტინის არმიის საჰაერო თავდასხმას 53 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული მედია-საშუალები ამტკიცებენ, რომ ტყვეთა ბანაკზე იერიში უკრაინელმა არტილერისტებმა HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა:
“უდავოდ, ეს იყო ბანაკზე საგულდაგულოდ დაგეგმილი თავდასხმა, რომელიც განახორციელა რუსეთის ჯარებმა. ოლენივკაში უკრაინის არმიისთვის არ არის ოპერატიული სამხედრო სამიზნეები. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა ზუსტად მოახდინონ ობიექტების იდენტიფიცირება და განადგურდეს: ჭურვების საწყობები, ოპერატიულ-ტაქტიკური შტაბი, საწვავის მარაგები.
ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი დატყვევებული დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს ყაზარმებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. კლასიკური, ცინიკური და კარგად გააზრებული ცრუ დროშის ოპერაციაა. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას გაეროსგან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან – რუსეთი უნდა გაირიცხოს ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტიდან”
კომენტარები