ყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? – რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? – შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს.
“ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება” – ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.
ირაკლი კობახიძე სახდეპის მაღალჩინოსნების განცხადებებს “ცრუს” უწოდებს და ამბობს, რომ ეს პოზიცია დააფიქსირა ბლინკენის მრჩეველთან. კობახიძის მტკიცებით, მან რევოლუციის მოწყობის მცდელობებზეც ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, “გარე წყაროებიდან დაფინანსებული იყო.”
კობახიძე წერს, რომ შოლეს პირდაპირ უთხრა, რომ 2020-2023 წლებში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი “ორი რევოლუციის მცდელობას” მხარს უჭერდა და ახლა თვლის, რომ “აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის კანონპროექტთან და ქუჩის აქციებთან დაკავშირებით მოგვაგონებს აშშ-ს ყოფილი ელჩის 2020-2023 წლებში გაკეთებულ მსგავს ცრუ განცხადებებს”.
გარდა ამისა, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.
ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია.ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო“ – წერს კობახიძე.
გუშინ სახ. მდივნის მრჩეველმა თქვა, რომ ესაუბრა ირაკლი კობახიძეს და “განვუმარტეთ საქართველოს პრემიერს ჩვენი შეშფოთება საქართველოს ტრაექტორიით”.
კომენტარები