ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“საქართველოში იქმნება სამოქალაქო ომის საზრისული წინაპირობები.
ყველა სამოქალაქო ომი ასე იწყება: ცნობიერების დონეზე; შემდეგ სრულდება იდენტობის ხლეჩით, რაც მერე მხოლოდ და მხოლოდ სისხლით და ერთ-ერთი მხარის სრული განადგურებით `მრთელდება`, თუმცა ჭრილობა საუკუნეობით რჩება.
1991 წლის შემოდგომაზე, როცა სასოწარკვეთილი დავეხეტებოდი რუსთაველზე ამ ბარიკადიდან – იმ ბარიკადამდე, ყველაზე საზარელი, წარუშლელი შთაბეჭდილება და მოსაგონარი იყო მუშტის დარტყმის მანძილზე მისული ერთი `ზვიადისტისა` და `ანტიზვიადისტის` დაპირისპირება.
ამ უკანასკნელმა (ორივენი პასსიონარული ახალგაზრდები იყვნენ) მაშინ უთხრა მოწინააღმდეგეს შემაძრწუნებელი ფრაზა, არასდროს დამავიწყდება მეთქი:
“შენ გინდა, რომ რაკი იგი შენი რჩეულია, ის დარჩეს და….ჩემზე გაბატონდე ამით. შენ გინდა გაიმარჯვო და ჩემზე სამუდამოდ გაბატონდე!“
კვინტესენცია სამოქალაქო ომის საზრისისა!
`შენ გინდა ჩემზე გაბატონდე`!
გადახედეთ ცუკერბერგის გენიალურ ქმნილებას (არა ვარ დარწმუნებული საბოლოოდ ბოროტია თუ კეთილი) იმ ბიჭის დაპატიმრების შემდეგ, რომელზეც ნაცვლად იმისა `რამსები აერიაო` ეთქვათ, რატომღაც თქვეს `ყველანაირი ორიენტაცია აერიაო`.
`შენ ამით გინდა ჩემზე გაბატონდე`….მე ვიყო ტანჯული, შენ გახარებული და გალაღებული……
ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი.
მართლა.”
კომენტარები