,,ფეისბუქის” ერთი საათით გათიშვას უამრავი სახალისო კომენტარები მოჰყვა. ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა რამდენიმე მათგანი შეკრიბა:
,,არადა, პაროლი-პაროლზე მაცვლევინა. ახალი გვერდის შექმნაც კი დავაპირე.
თურმე, ცუკერბერგს ამბანების ინდურ წინასაქორწილო წვეულებაზე იმდენი დაულევია, რომ ჩამრთველები აერია და მოკლე ჩართვა გამოიწვია.
ამასობაში, ჩემმა ფბმეგობრებმა მშვენივრადაც იხუმრეს.
აი, ნაწილი:
მარიკა ბაკურაძე
არადა, გადარჩენის გზაზე ვიდექით ?
გიდერძი შარაშია
რა კარგი იყო სამყარო ბოლო 20 წუთი ?
ესმა კუნჭულია
გაგახსენდათ ქალაქის ტელეფონის ნომრები?;)))
ნინო ჭელიძე
დრო ვიხელთე და ნაძვის ხე ავიღე ??
ლევან ფანცხავა
ახლა თუ ვაპატიეთ უარესს იზამს.
მოდი ყველამ გავაუქმოთ
ია თინიკაშვილი
?პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაბადების მოწმობის დედანი, პასპორტი, ქორწინების და მერე განქორწინების მოწმობები, მართვის მოწმობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა, დიპლომების დედნები, სისხლის ჯგუფი, თვალის ფერი, წონა, სიმაღლე, გადატანილი ოპერაციები და ჯანდაბა ამას!! თუ რამე საბუთი გამაჩნდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მომთხოვა ემერტეს დისკის გარდა, რომ ვერიფიკაცია გამევლო Facebook-ზე დასაბრუნებლად!
რას დააჭირა ასეთს?! ??
ლულუ კახიანი
აღდგა თუ აღსდგა?
ქეთი რობაქიძე
თურმე, რამდენი რამე შეიძლება გააკეთოს ადამიანმა 1 საათში ??
გვანცა ზაქარეიშვილი
მგონი მერაბმა ჭაჭა დაალევინა…
თიკო ფეიქრიშვილი
პასვორდი 4 ჯერ შევცვალე. ბოლო რომელი იყო თუ მახსოვდეს ?♀️
კახა რუხაია
დრო მოვიხელთე და ეზოში ბავშვს ბურთი ვეთამაშე. მრგვალი ყოფილა ⚽️
ქეთი კვიჭიძე
რაც მე პაროლებზე ვიწვალე მარკ ??
ანა მარი
რა ფბ უნახავებივით იქცევით?!”
კომენტარები