ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ 13-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის გოგი წულაია კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
“გუშინ მსუბუქად დაიწყო კვება, შიმშილობა შეწყვიტა. ახლა დაიწყება სარეაბილიტაციო სამედიცინო პროცედურები. ძალიან სუსტად არის”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ცნობისათვის, გოგი წუალაია საავადმყოფოში 29 მარტს გადაიყვანეს. მას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები