სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.
“მე უკვე მესამე დღეა წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის შესაბამის პროგრამების ჩართვა უნდა მოხდეს და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, იძულებული გავხდი, რომ მე იძულებით სააღმსრულებლო პროცედურებს მივმართო
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება აღსრულებული ეს გადაწყვეტილება, მე მივმართავ პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყების თაობაზე”
კომენტარები