,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, შორენა ლობჟანიძე:
თეა წულუკიანი კითხვები ჩვენც გვაქვს და let show go on!
– ვინ არის არასრულწლოვანი, 15 წლის მარიამ გოგინაშვილი და რატომ არის მისი საქმე 23 წელი გამოუძიებელი?
– იმყოფებოდა თუ არა წყნეთიდან მაღაზიაში გადასული და მოტაცებული 15 წლის მარიამი აფრასიძეების ოჯახში მძევლად?
– მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ თუ არა გოგინაშვილის მამას და გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს.
– მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა თუ არა?
– გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და მას შემდეგ გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან, ხომ?
– ოფიციალურად იყო თუ არა დადასტურებული, რომ მარიამი მამა-შვილი აფრასიძეების მიერ იყო გატაცებული?
– რატომ აღარ დაუკავშირდნენ გამტაცებლები მავშვის მშობლებს, იმიტომ ხომ არა, რომ ზრდასრულმა კაცმა ომეხ აფრასიძემ იგი გააუპატიურა, რომლის შემდეგ გოგონას კვალი ქრება და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება ჩრდილოეთ კავკასიაში შვილთან ერთად.
– იყო თუ არა 15 წლის მარიამ გოგინაშვილი ომეხ აფრასიძის მხრიდან პედოფილიის მსხვერპლი და მის მიერ გაჩენილი ბავშვი არის თუ არა ომეხ აფრასიძის შვილი?
– რატომ იმყოფებოდა კახი კალაძე აფრასიძეების ოჯახში და რატომ ეძებდა თავისი ძმის ცხედარს აფრასიძეებთან?
– იყო თუ არა დადასტურებული, რომ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ევგენი აფრასიძის ოჯახში ხშირად მალავდნენ ფულის სანაცვლოდ მოტაცებულ ადამიანებს?
– საქართველოს რამდენი მოქალაქე ყავთ ერთობლივად გატაცებული აფრასიძეების ოჯახს?
კომენტარები