შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის დადგენილების თანახმად, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს. მას სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმისთვის 5 დღის გატარება მოუწევს საპატიმროში.
ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება, უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ ახლა ციხის, ვნახოთ, იქ რეებს მიქარავენ. სახლში როგორ იქცევიან, ამას ხედავთ. ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა. გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.
ფერაძის თქმით, ამის მეოთხედი მუქარა რომ მისვლოდა თეა წულუკიანს ან სხვა რომელიმე მაღალჩნოსანს, რადიკალებს ” ყ@რებით დაკიდებდნენ”.
მუქარის შეტყობინებებს ვიღებდი რამდენიმე დღის განმავლობაში, ამის მეოთხედი რომ მისვლოდა წულუკიანს ან ვინმეს, ყვერებით დაკიდებდნენ ამეებს. არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ, სრულიად დაუცველი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა შემომთავაზეს დახმარება, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, ასევე მყავს მეგობრები, აქტივისტები, თქვენ მყავრხართ, მედია.
როგორც კი ციხიდან გამოვალ, ვაკეთებ სტალინის მსხვერპლთა მემორიალს. ვდგამ პარტიზანულად დიდი აბრით და დიდი ამბებით. ეს მემორიალი მაინც გაკეთდება”, – განაცხადა ფერაძემ დაკავების პროცესში.
კომენტარები