ლიტერატურული პრემია ლიტერას მონაწილეთა გრძელი სია გამოქვეყნდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ სულ 110 წიგნი შევიდა, თუმცა ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი, ორდროშობანა კონკურსიდან მოხსნა.
ავტორის განცხადებით კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ცნობილია, რომ კონკურსის შედეგებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერაა შერჩეული.
ტორესა მოსის სიტყვებით, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, ის უწყებას ბოიკოტს უცხადებს:
“გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.
წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან”.
კომენტარები