“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “მთავარ არხზე”, გადაცემაში “მთავარი დებატები” ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრა, რომ ის უზრდელია:
“ცუდი ტონი რას ნიშნავს ადამიანურ ენაზე? ნიშნავს, რომ უზრდელობაა. თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია. ეტყობა, წულუკიანმა ჩათვალა, რომ მას ჰარცელთანაც ისე შეუძლია ლაპარაკი, როგორც, მისი ჭკუით, ოპოზიციას ელაპარაკებოდა – გახსოვთ თქვენ, რას ამბობდა: “ოპოზიციამ შავები ჩაიცვას” და მისთანები… ვფიქრობ, მისთვის დიდი პატივია, ამდენ ხანს რომ მასზე ვლაპარაკობთ, ისე კი, მადლობის მეტი რა გვეთქმის, რაც მეტ ასეთ სისულელეს იტყვიან და გააკეთებენ, ჩვენთვის უკეთესია”
კომენტარები