გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„9 ივლისამდე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +27, +32 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო შემდეგ დღეებში 4-5 გრადუსით დაიკლებს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კომენტარები