„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე:
„მივესალმები დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან კარგი, ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა შესრულებული, მაგრამ არის მეორე ნაწილიც. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ჩვენი მოთხოვნებისა და ვიცავთ თანმიმდევრულად ჩვენს პოზიციებს.
ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და დავუჭერთ მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს, თუკი გათავისუფლებული იქნებიან პოლიტიკური პატიმრები და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში დასრულდება პოლიტიკური დევნა. ჩვენ პატივს ვცემთ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომლებმაც დააზღვიეს ეს პროცესი და არ მისცეს ივანიშვილის მისი მორიგი ტრიუკის გათამაშების შესაძლებლობა. ველოდებით მოთხოვნების შესრულებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს შეთანხმება სრულყოფილად“
კომენტარები