ენმ–ის დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს:
“უვიზო რეჟიმი არაა გამოსავალი. პრობლემა იმაშია, რომ ერთოთახიან ბინას იყიდი და ბინადრობა გარანტირებული გაქვს.
რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობა და ბინადრობის უფლება უნდა იყოს მკაცრად დარეგულირებული, თორემ ტურისტი როგორც შემოვიდა, ისე გავა.
რუსეთი როგორც ან უნდა დაჩაჩანაკდეს ეკონომიკურად, ყოველთვის იქნება ასეულ ათასობით ადამიანი, რომელსაც მცირეოდენი უძრავი ქონების შეძენა შეეძლება საზღვარგარეთ, მით უმეტეს იაფ და მეზობელ ქვეყნებში.
პარლამენტში თავად “ოცნების” მიერ იყო ინიცირებული ბინადრობის საკითხების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული, მაგრამ მათივე სამშენებლო ლობის მიერ იქნა დაბლოკილი.
დღეისათვის, სანამ უკრაინაში ომია, ერთადერთი შესაძლო გზა არის რუსეთის მოქლაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვის დროებითი აკრძალვა.
არ გაქვს ბინა, ვერ მიიღებ ბინადრობის უფლებას.”
კომენტარები