დეპუტატი, ნატო ჩხეიძე:
“სერიიდან:
აბა შეხედეთ
ტვ პირველის
სიუჟეტიდან მოვისმინე, რომ თურმე მე მდომებია ვიცე-სპიკერობა.
თანაც, მდომებია
მე და არავის სხვას:))
სხვები შეიძლება გახდნენ ვიცე-სპიკერები, ხოლო: “ ნატო ჩხეიძეს უნდა”.
სიახლის მეტი რა არის ამ 21-ე საუკუნეში და აი, ესეც: ახალი და ფრიად ნოვატორული სტილის მომსწრენი ვართ ნიუსჟურნალისტიკაში ,- პირად ვარაუდებს მტკიცებით ფორმაში გადმოსცემენ.
მოისმენ, გაიგებ, დაიჯერებ.
რატომაც არა- გადმოცემის მაჟორული ტონი და სიტყვა “ უნდა” ამისთვის განგაწყობს.
ისე განგაწყობს, რომ ლამის მეც დამაჯერონ:))
ამ ყოვლისმცოდნე ნიესმეკერებს ბარემ ხომ არ დავეკითხო, კიდევ რა მინდა?
ისე კოხტად ამიხსნიან, თქვენი მოწონებული:))”
კომენტარები