ტვ პირველმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
ირკვევა, რომ მოძალადეები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ ხელში ტვ პირველის მიკროფონი ეჭირათ.
უცნობი პირების მიერ ჟურნალისტებზე თქვდასხმას წინ უძღოდა ქართული იცნების ლიდერის მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა რომელიც დეპუტატმა “შაბათის ეთერის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი თავდასხა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. ოპერატორს მურმან ზოიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უცნობი პირებმა მცირეწლოვანი ბავშვების და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალწინ მიაყენეს.
მოგვიანებით მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც გამოაქვეყნა პოსტი :
კომენტარები