შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქეთი კოვზიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არის ძალიან მძიმე და სენსიტიური თემა, განსაკუთრებით როდესაც საკითხი არასრულწლოვანს ეხება .
რას ვგულისხმობ- ისედაც უმძიმესი თემაა, როდესაც არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა, სავარაუდოდ ახალშობილი მოიშორა, შემდეგ ამ ახალშობილს პოულობს დასუფთავების სამსახური, რომელიც თავის მხრივ იძახებს პოლიციას – პოლიცია ექსპერტიზას და ცხედარი გადააქვთ ექსპერტიზაზე. ურთულესი თემაა ხო?
და ამ დროს რას აკეთებს ტვ პირველი?! არც რეკავს ფაქტების გადასამოწმებლად და ამ მძიმე ამბავს ხელოვნურად კიდევ უფრო ამძიმებს, რომ თითქოსდა ახალშობილი პოლიციამ იპოვა, პოლიეთილენის პარკში გაახვია და ნაგავში გადააგდო !!! შემდეგ ეს ცხედარი დასუფთავების სამსახურმა იპოვა და წაიღო..!
ეს არის ტყუილის შეგნებული ტირაჟირება! მავნებლობა და ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა!”
კომენტარები