შსს-ს გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, იურისტი, ვარლამ ხათრიძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“ტყუილია
ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტმა გაახმოვანა ერთერთი ე.წ. “ფაილი”, რომელიც, სრულად შეიცავს ტყუილ და გამოგონილ ინფორმაციას. თითქოს, შსს-დან გათავისუფლების შემდეგ მე მინდოდა პატრიარქთან შეხვედრა. მიზეზი იყო ის, რომ ხელისუფლებაზე გამომეთქვა პრეტენზიები და თითქოს შორენამ და პატრიარქის დაცვის უფროსმა ვანო კობაიძემ ეს არ დაუშვეს…
ეს არის სრული აბსურდი…
ბუნებაში არ მომხდარა მსგავსი ფაქტი…
არ ყოფილა შემთხვევა უწმინდესი ჩემი პირადი საკითხებით შემეწუხებინა, მით უფრო რამე მომეთხოვა…
სამსახურიდან ჩემი წამოსვლის შემდგომ უწმინდესთან ჩემი შეხვედრა მოხდა არაერთხელ, რომლისგანაც მივიღე ლოცვა-კურთხევა. რაც შეეხება შორენას და ვანოს ვადასტურებ მათდამი ჩემს განსაკუთრებულ და კარგ დამოკიდებულებას.
ეს ფაილი, რომ სრული აბსურდია ავხსნი —– ჯერ ერთი ის არ არის კრებსი (ფურცელზე გადმოტანილი სატელეფონო საუბარი) რადგანაც მსგავსი სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. და მეორეც ეს არ არის ცნობა, სადაც რეალური ფაქტი უნდა იყოს ასახული. რადგანაც მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.
ასეთი ვითომ ფაილებით გინდათ ობიექტურ ტელევიზიებს წინა ხელისუფლებასთან გააიგივოთ ეხლანდელი ხელისუფლება და რევოლუცია მოაწყოთ…? ტყუილი მცდელობაა…
ოხ გახარია და ხოჯევანიშვილო რა სუსტები ხართ…”
კომენტარები