პოლიტოლოგი, ლევან შენგელია:
“თუ არსებობს ეროვნული იდეისა და სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელი, არსებითი ხასიათის ღირებულებების მინიმალურად საკმარისი რაოდენობა, რაც საერთო და უკამათოა ყველაზე რადიკალურად განსხვავებული ქართველებისთვისაც კი – მაშინ ის უნდა გახდეს ქვაკუთხედი, რაზეც დაეფუძნება მომავალი საქართველო!
ასეთი საერთო ღირებულებები რაც მეტია, მით მეტია რესურსი და, შესაბამისად, შანსი – თავი დავაღწიოთ შიდაეროვნულ დაპირისპირებას და გათიშულობას, და მეტი ენერგია მივმართოთ ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დაცვა-განვითარებისკენ.
ამ საერთო ღირებულებების გენერირება და მათზე არტიკულირება ხელისუფლების და ინტელექტუალური ელიტების პრეროგატივა და მოვალეობაა, თუმცა დღესდღეობით საქმე გვაქვს საპირისპირო პროცესთან – არაფორმალური ელიტებიც და ხელისუფლებაც სულ უფრო ამძაფრებენ დაპირისპირებას და ანგრევენ იმ საერთოღირებულებითს პლატფორმას, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა!
ვნახოთ, რომელი გადაწონის – დესტრუქციული ენერგია, თუ გამაერთიანებელი იდეების ძალა!
ერთი კია – უაღესად სახიფათო ზღვარზე ვართ და სულ მალე გაირკვევა ყველაფერი!”
კომენტარები