აღმოსავლეთ საქართველოში 16-17 აგვისტოს ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. 18 აგვისტოს უნალექო ამინდს ელოდებიან. ტემპერატურა +17 +38გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მაღალი ჰაერის ტემპერატურა სწორედ 18 აგვისტოს, 37 გრადუსია მოსალოდნელი.
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, 16-17 აგვისტოს. უნალექო ამინდი იქნება 18 აგვისტოს, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +17 დან +33 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
16 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი თბილისშიც. 17-18 აგვისტოს კი მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში ღამით +20 დღისით +35 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარები