ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“დღისით ჩამოწვა მეწყერი, 5 საათი ადგილზე ვერ მიფრინდა ვერტმფრენი, მხოლოდ 2 მიფრინდა, 70 ადამიანზე მეტი ვერ გამოიყვანეს, ჩაყარეს მაშველები მეწყერის ზონაში, ისე, რომ სხვა არც ერთი გზა, გარდა ვერტმფრენისა იქ არაა და ბოდიში, ღამეაო…
არ ველოდებოდით დღეს ღამეს?
მოულოდნელად დაღამდა?
გუბერნატორის მოადგილე და ონის მერიც კი გამოგნებულნი ითხოვდნენ ვერტმფრენებს…
დგანან ადამიანები, რომლებმაც ისიც კი არ იციან, მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები ცოცხლები არიან თუ არა და ელოდებიან გათენებას… იმიტომ, რომ შსს–მ, ბოდიში, ღამეაო…
და ღამით რომ ჩამოწოლილიყო მეწყერი, ვერც ამ ხალხს გამოიყვანდნენ, ხო? იმიტომ, რომ ბოდიში, ღამეა?
რატომ არ ითხოვეს დახმარება? არ დაგვეხმარებოდნენ მეზობელი სახელმწიფოები?
ან, ახლა რას უსხედან?
თურქეთს ხომ ჰყავს ვერტმფრენები, რომლებიც ღამითაც დაფრინავენ? უარი გვითხრა ერდოღანმა?
და ამაღამ რომ იქ განმეორდეს მეწყერი, იმ მაშველებსაც ვწირავთ?
და თუ ვინმე იპოვეს მაშველებმა, როგორ გამოგვყავს, როცა ყველა გზა ჩახერგილია?
და გასულ წელს დაანონსებული 3 ვერტმფრენი სადაა? – გზაშიაო…
და პრემიერის საათი ხომ დროულად ჩამოვიდა?
მაჯის, ბატონო, მაჯის საათი.
თითო ვერტმფრენი როგორ არ არის რეგიონებშიო, რა რეგიონებში, ხალხო, 2 ვერტმფრენი გაუშვეს სულ თბილისიდან.
სასაზღვრო ვერტმფრენებიო, რა სასაზღვრო, ხალხო და რის საქალაქო, ყველაფერი მოშლილია…
თურქეთის საელჩოდან ვინმე თუ კითხულობს, ჩვენ დაგვეხმარეთ, ხალხს, ამ ერთხელაც დაგვეხმარეთ და იქნება, გამოვფხიზლდეთ და სიცოცხლის უფლება მაინც მოვიპოვოთ…”
კომენტარები