“უარი საწვავის ფასებს” – ამ სლოგანით, მოქალაქეებმა სოციალური კამპანია წამოიწყეს. ისინი შავი ნავთობის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ.
შეიქმნა Facebook-ჯგუფიც {უარი საწვავის ფასებს}, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საწვავის ფასების რეგულირებასა და იმ ნიშნულამდე დაწევას, რაც მოსახლეობისათვის იქნება მისაღები, კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე.
ერთი იდეის ირგვლის გაერთიანებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, ბრენდირებულ ბენზინგასამართსადგურებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
“მიზანი მარტივია: როდესაც კომპანიას გაყიდვები მოაკლდება, იგი ფასს დაწევს. ამის შემდეგ სხვა კომპანიას გამოვუცხადებთ ბოიკოტს, მაგალითად – რომპეტროლს. თუ ფიქრობ, რომ საწვავი ხელოვნურადაა გაძვირებული, მაშინ შემოუერთდი ბოიკოტს”, – წერენ ჯგუფის წევრები.
მოქალაქეები საზოგადოებას მოუწოდებენ, საწვავის ჩასხმისგან თავი შეიკავონ “ვისოლის” სადგურებზე.
მოწოდებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც “ვისოლის” დაცარიელებული ბენზინგასამართისადგურები ჩანს.
წყარო – ტვ25
კომენტარები