ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“როცა უცხო ქვეყანა ხელს გიწყობს, ლეგალიზაციაში და ადგილობრივების გარკვეული ნაწილი, ხელს გიშლის – ლეგალიზებაში…
საკმაოდ ბევრი ემიგრანტი გამოხატავს, უკმაყოფილებას – ჩვენი პატრონები, ვისთანაც ვმუშაობთ, უარს გვეუბნებიანო, ახალი საბუთის გაკეთებაში. იმასაც გვთავაზობენ, თუ არ გინდა უსაბუთოდ მუშაობა, შეგიძლია წახვიდეო…
იტალიელები, უკვე ადრე აღებული მუდმივ – საბუთიანებს ეძებენ, დასასაქმებლად, რომ ზედმეტი ხარჯი არ გასწიონ, უსაბუთოების ლეგალიზაციაზე…
არც მიკვირს…
შვიდი თვის განმავლობაში, მე მქონდა სრული უფლება, დროებითი საბუთის საშუალებით მქონოდა, ხელშეკრულებაც და შესაბამისი ხელფასიც, მაგრამ ოჯახს არ სურდა, საგადასახადოსთან ჰქონოდა, საქმე…
მე კი, საბუთის გასაგრძელებლად მჭირდებოდა, ხელშეკრულება…
მადლი, უმადლოდ – ასე ჰქვია, იტალიის ხელისუფლების ახალ გადაწყვეტილებას, თუმცა, მთავრობა არაფერ შუაშია, ამ შემთხვევაში – ადგილობრივების დაუმორჩილებლობის გამო, საკმაოდ ბევრი ემიგრანტი დარჩება უმუშევარიც და საბუთის გარეშეც…
პირველ ეტაპზე გაცემული, ექვსთვიანი ლეგალიზაციის საბუთი, ყველა ემიგრანტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ხოლო გაგრძელება, სამსახურიდან მიტანილი, ხელშეკრულების საფუძვლზე იქნება, შესაძლებელი…
პრობლემები არ გველევა ემიგრანტებს…”
კომენტარები