“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი, აქციაზე ამბობს, რომ მზად არიან გაასაჯაროონ იმ პირების ვინაობა, ვინც მათ თანხა გადაურიცხა:
“რაც შეეხება დიდ ბრალდებას, რომელზეც გამახვილდა ყურადღება რაღაც თითქოს ისე, რომ დიდი დაფინანსებაა. ეს შავი პიარის ნაწილია, ემთხვევა იმ თემას, რაღაც პოლიტიკური ძალები თუ დიდი ფულის პატრონები დგანან ჩვენ უკან. არ დავფიქრებულვართ, უბრალო ხალხი ვართ და რამდენი ფული მიდევს ჯიბეში არასდროს არ ვიცი, ვერ ვითვლი ხოლმე. დავფიქრდი, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა…”
კომენტარები