ფეისბუქმომხმარებელი, ეკატერინე ჟვანია, დღეს გარდაცვლილი ვიცე მერის ილია ელოშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო. როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი , ჩემი უბნელი ისე გამიხარდა–ჩემთვის უცხო და “რაღაცნაირ” გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა. რთული პირადი პერიოდი ქონდა ემოციურად, “მელაპარაკე დედუ” …. ძალიან დიდიხანია არ გვილაპარაკია. დღეს დილიდან “ველაპარაკები”, “ვეჩხუბე” კიდეც…. ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარეთქო და – ტეხავს ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა —აი რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს. ბევრ რამეს არ იმჩნევდა. ბევრს. დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი მგონი არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: – მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა .”
კომენტარები