ტვ „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
„რას ეძახიან ჩვენში პოლარიზაციას: მაგალითად, როცა პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხდომაზე იწყებს საუბარს და იტყვის ერთ სისულელეს, ეგრევე თავში მოგდის არგუმენტი, რომ დაამტკიცო რა სისულელე თქვა. ფიქრობ, ფეისბუქზე ხომ არ დავწერო? და ამ დროს უცებ ბახ, და მეორე სისულელეს ახეთქებს. ვახ, ფიქრობ მოდი ორივეს არგუმენტს ერთად დავწერ და უცებ ამბობს სუფთა პრორუსულ მოღალატეობრივ ფრაზას. ფიქრობ, აი, ამას რაღა ახსნა უნდა, ისედაც ხომ ყველაფერი ცხადია…მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე სისულელე, მერე მეშვიდე ტყუილი, ფიქრობ, მოდი, ბოლომდე მოვუსმენ და ერთ სტატუსად დავწერ ყველა არგუმენტს. ხოდა უცებ, მეცხრე სისულელე, მერე მერვე ტყუილი და ა.შ. და ბოლოს კიდევ ერთხელ ხვდები, რომ არგუმენტებით ამათთან კამათს აზრი არ აქვს, შეურაცხმყოფელიც კია ამათთან და ამათზე ლაპარაკი. უბრალოდ უნდა ადგე და გააგდო, იმიტომ რომ სირცხვილია ასეთი ხელისუფლება. აი, ეს არის კულტურულად რომ პოლარიზაციას ვეძახით, სინამდვილეში კი საქმე იმაშია, რომ იმდენად ფსკერიდან ამომძვრალი იდიოტები და ნაძირლები გვყავს ხელისუფლების სათავეში, მათთან ნორმალური კომუნიკაცია მინიმალურ დონეზეც კი შეუძლებელია.“
კომენტარები