უკვე დროა დაიწყონ აცრა ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაქცინაციის პორტალზე შესაძლო ცრუ რეგისტრაციის შესახებ დაწერილი პოსტის კომენტარებში მომღერალმა ირმა სოხაძემ დაწერა.
“ეს დარეგისტრირებაც, თავისთავად ბევრ სირთულეს უქმნის მსურველებს, ხოლო ბოლო ინფორმაცია 3000 განაცხადის გაფუჭების შესახებ, მართლა ცდება ყველანაირი ანალიზის, ვარაუდის თუ შეფასების ფარგლებს. მასეთ ადამიანებს, უბრალოდ, ვერ აუხსნი, რა საზიზღრობას სჩადიან. ამიტომ სხვა გზაა მოსანახი. ცოცხალი რიგი ჩვენთან, ვფიქრობ, უფრო გაამართლებს” – წერს მომღერლი.
კომენტარები