ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა:
“უჩა მამაცაშვილს ცალკე არანაირი ღირებულება არ აქვს და არაფერს წარმოადგენს და არც წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ ის არის საყვარელი დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის და მისი შავი საქმეების ერთ-ერთი საფულე. ის აფინანსებს ყველა იმ შავბნელ საქმეს, რასაც ღიად ჩვენი ქველმოქმედი და მეცენატი, მამა-მარჩენალი არ აკეთებს. სწორედ ამიტომ მოხვდა მას გულზე. გარდა “ქოლ-ცენტრების“ საკითხისა, შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ხდება ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და აღმოვაჩენთ, რომ იქაც ძალიან მძლავრად არის ბატონი უჩა მამაცაშვილი წარმოდგენილი. ასევე, მინდა მოიკითხოთ უჩა მამაცაშვილი ახლა სად ბრძანდება და აღმოაჩენთ, რომ მთელი ეს პერიოდი ბატონი მამაცაშვილი იყო რუსეთში და როგორც ჩანს, აქაც ივანიშვილის ერთ-ერთ მოკავშირეს წარმოადგენს. ეს ადამიანი იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს, აქეთ შეტევაზეა. დააკვირდით ივანიშვილის ტაქტიკას, გარდა იმ ცნობილი დაჭერებისა, არის კიდევ ერთი ვერაგული მეთოდი, რომელიც მათ დაგეგმეს – აქ ბევრი აქტივისტია, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება და აღმოაჩენთ, რომ მათზე 10 ათასობით უკანონო ჯარიმა აქვთ დაკისრებული – ეს არის მეთოდი, რომ ადამიანები მოახრჩონ ფინანსურად და ააღებინონ ბრძოლაზე ხელი. სწორედ ეს მეთოდია ახლა რასაც აკეთებს მამაცაშვილი, როცა 150 ათას ლარს ითხოვს მისი ღირსების შელახვისთვის და მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს”, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, უჩა მამაცაშვილის მიერ “ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
კომენტარები