უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი, უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის დასანქციურებას “ტვ პირველთან” აფასებს და ამბობს:
უკრაინის პრეზიდენტისა და რადას გადაწყვეტილება სამწუხაროა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება.
თუნდაც ის ფაქტი, რომ თავიდან უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში ბიზნესმენებიც იყვნენ, დღეს კი მხოლოდ დარჩნენ ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს.
თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, კი ბატონო, გვანახონ, დანარჩენი კი, ვფიქრობთ, არის სრულად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური სპეკულაციის მქონე ბრძანება – განაცხადა უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა.
რომელი 3 ქართველი ბიზნესმენი დასანქცირდა ივანიშვილის ოჯახის გარდა?
კომენტარები