პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია:
,,
“უჩა იმიტომ კი არ დაუჭერიათ, რომ ჰოუმპორნოს იღებდა. ამას, როგორც თავად ამბობენ, 2019 წლიდან აკეთებდა.
პოლიტიკურად რომ გააქტიურდა, იმიტომ დაიჭირეს.
ანუ, რა მოხდა ჩემი წარმოდგენით:
შეძვრნენ კომპიუტერში, იპოვეს მასალა და მიხვდნენ, რომ რეპუტაციულად დაზიანება შეეძლოთ, რის შემდეგაც ყველას დაავიწყდებოდა ამ თემის “პოლიტიკურობა”. თუმცა, მხოლოდ ჰოუმპორნოს გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ დაამატეს იარაღი, ბევრი იარაღი!
ასეთ დროს რთულია იდეალურად დაამენეჯმენტო ყველაფერი და შემთხვევით სათამაშო თოფების სათამაშო პლასტმასის ტყვიებს ფოტოები გადაუღეს და დადეს, დანარჩენ სათამაშო და გაფორმებულ ფიშტოებთან ერთად.
ოღონდ, მას შემდეგ რაც მიხვდნენ რომ ამ ფიშტოებს ვერაფერში გამოიყენებდნენ და ისევ “პორნოების” იმედად რჩებოდნენ, გაფორმებული იარაღის ტყვიებში (რაც ნებადართულია) გაურიეს სამხედრო ტყვიები, რაც აკრძალულია, ამ ვარაუდს მიძლიერებს ის, რომ ასე მოექცნენ იმ საცოდავ “დედისერთა ფაშისტს”, რომელიც დიდი ხანი ტყუილად იჯდა ციხეში, მაგრამ მისი რეპუტაცია მოგეხსენებათ ისევე გაანადგურეს, როგორც ახლა უჩას შემთხვევაში და ამიტომაც ჰკიდია საზოგადოებას ის, რომ უდანაშაულო ადამიანი იჯდა ციხეში.
ვისაც არ გახსოვთ, მარტო ჩვენ ვითხოვდით დედისერთა ფაშისტის გამოშვებას.
უჩას ქეისმა, რეალურად ძალიან დააზიანა ხელისუფლება, უჩა არაა პოლიტიკოსი, მაგრამ ხელისუფლებამ ღიად დაადასტურა ამ საქმეში, რომ ყველაფერზეა წამსვლელი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად.
ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ გაიგოს ხელისუფლების ბრძოლის მეთოდების შესახებ და იმის შესახებაც, თუ როგორ ხდება ადამიანური სისუსტეების გამოყენება, თუ ოდესმე პოლიტიკური აზრის დაფიქსირებას გადაწყვეტთ.
და ბოლოს, პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოს არ ნიშნავს, პოლიტიკური პატიმარი მაშინ ხარ, თუ პოლიტიკური აზრის დაფიქსირების გარეშე ციხეში არ იჯდებოდი. როგორც უჩა არ იჯდა 2019 წლიდან დღემდე”.
კომენტარები