სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია:
Ქუჩაში მეც ვიდექიო შენ რატომ ამბობ რომ ვინმეზე უკეთესად იდექიო, ვინ ჩემი ფეხები ხარო?
1) ქუჩაში სეირნობა და სისტემასთან ფიზიკური ბრძოლა სხვადასხვაა რამაა არავის ვეჯიბრები მაგრამ რასაც ვაკეთებდით მეგობრებთან ერთად ესაა საკეთებელითქო ვამბობ და არა შეჯიბრები არავის სხვანაირად რეჟიმს ვერ მოვუგებთ, პირიქით, დავიჩაგრებით 20 კაცი სულ, პერფორმანსებით და წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციითაც იგივე იქნება!
7/8 მარტსაც როცა ჩვენი მეგობრები გონება დაკარგულებს ათრევდნენ და სახეს გვახევდნენ წინა ხაზზე ჭავლით ბევრი გაიქცა და ბევრიც შორიდან გვიყურებდა, როცა დროებითი ჯებირები მოვშალეთ – ამიტომ ვამბობ რომ გაბედული მამაცი ბრძოლაა საჭირო და მებრძოლები რომ არჩევნების გაყალბება ვერ გაბედოს სისტემამ, ეს ხალხი თუ მოიშორე და გამქცევებით აივსე, წააგებ!..
Ბრძოლასა და აზრის გამოხატვას შორის დიდი სხვაობაა ორივე მნიშვნელოვანი მაგრამ რეჟიმთან მებრძოლებია საჭირო, ფეისბუქზე კაკუნით ან ფურცლებით ვერ!..
Სარგებელი და პირადი კეთილდღეობისთვის იბძოდიო:
2)რაც შეეხება სარგებელს კი მივიღე ანგარიშები დაყადაღებული, 40 000 ჯარიმა არსად სამსახურში არ მიიღებენ, ორი ოპერაცია ქუჩაში გადაციების და დგომის გამო და 40ჯერ პატიმრობა, მერე გამოვა ვიღაც ასეთი და ათას სისულელეს დამაბრალებს,
რას გვაყვედრიო, პოპულისტი ხარო?
3) გებრძოლათ და თქვენც გადაგიღებდათ კამერა ვახ ან ვის უკვირს ეგ დღეს?
Ან ამის გამო ცხოვრება დაინგრიო? Სასაცილოა, მაგრამ 21 საუკუნეა თუ იმალები არ ჩანხარ მარტივია…
Ჯერ ერთი არავის ვაყვედრი პირიქით, ვიბრძვი იმათთვის ვისაც ბრძოლა არ შეუძლია მაგრამ დაგაყვედრი დიახ აბა რა იქნება, ჯანღონით სავსე და აქ მყოფს რომ გამოფხიზლდე, გეტყვი კიდევ ბევრჯერ რომ არ გიბრძოლიათ რომ გებრძოლათ ჩემნაირად და ჩემნაირებისნაირად დღეს სხვა ქვეყანაში ვიქნებოდით, პოპულიზმია კი არა შვილნო ნახევარი ჯანმრთელობა და ცხოვრება შევწირე საქართველოს იმიტომ რომ მაგალითი მიმეცა სხვებისთვის რა იყო საკეთებელი,
Პოპულისტებს დღეს რომ გამოჩნდნენ არსაიდან ან ცხრაჯერ გადახტნენ და გადმოხტნენ ტაშს უკრავთ,
Არც მიტინგზე სეირნობით და ჯოსჯოს ძახილით არ იცვლებიან რუსული რეჟიმები და ათასჯერ შეგახსენებთ ამას, ბრძოლაა საჭირო დიახ ისეთი როგორსაც მე და ჩემი მეგობრები ვბრძოლობდით და ვიბრძოლებთ, ასე რომ უკაცრავად რომ ყველა არ ვართ და განსაკუთრებულად სიგიჟემდე გვიყვარს ეს ქვეყანა, ძალიან ბევრისგან განსხვავებით!!!
Სარგებელი რომ მინდოდეს მქონდა, ჩუმად რომ ვყოფილიყავი, სარგებელისთვის რომ მებრძოლა ეხლაა დრო ქება დიდების იქ სადაც მეტი ადგილია და თანამდებობა მაგრამ სამართლიანობა და სიმართლეა ის რისთვისაც ვიბრძვი(თ) და არა სარგებელი!
ასე რომ გაუმარჯოს საქართველოს რომელსაც აუცილებლად ეყოლება, კომპეტენტური, პატრიოტი, პროფესიონალი და ღირსეული, მართალი ხალხით დაკომპლექტებული მთავრობა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ, ესაა მნიშვნელოვანი, ამისთვის ვიბრძოლებ(თ)
და არა მთავრობაში მოვიყვანოთ არაკომპეტენტური ახლობლები რომ პირადად ვიყოთ კარგად და ქვეყანა დაზარალდეს!..
#ქვეყნისგამარჯვებისდროა
კომენტარები