გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გენერალურ პროკურორად არჩევა არის შესაძლებლობა, ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე პირი უნდა დაისაჯოს.
„პირადი პოზიციაა, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, მართლმსაჯულების პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთედეს და ყველა პიროვნება, ვინც ამ საქმეზე ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაისაჯოს კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით ეს ჩემთვის არის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საქმეები ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი“
შოთაძეს გამოდის არ მიუძღვის არანაირი ბრალი ხორავას საქმეში და ტყუილუბრალოდ გადადგა?
შოთაძე – უდანაშაულოა?
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
კომენტარები