პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს მიულოცა. მილოცვის ტექსტი მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა:
“44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.
ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება”
მთავრობამ შეხვედრის კადრებიც გაავრცელა.
საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები