უელსში, თვითიზოლაციაში მყოფ, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს ფულადი დახმარება გაუზარდეს – ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, 7 აგვისტოდან იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ანაზღაურება 500 ფუნტიდან 750 ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება. ნაღდი ფული ჩაერიცხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლიათ, ასევე კოვიდინფიცირებული ბავშვის მშობლებსა და აღმზრდელებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან.
იზოლაციაში მყოფებისთვის ფულადი ანაზღაურების პრაქტიკა გაგრძელდა 2022 წლის მარტამდე და მას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.
კომენტარები